Skip to content
30/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს თავისთავად მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი

მარშალ პრესი 30/10/2026
irakli kobakhidze3

არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ალდე“ ტერორისტული აქტის მხარდამჭერად გამოვიდა, როდესაც არ დაგმო ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედება.

„ალდეს“ შეფასება რთული არ არის ქართული საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურებას, მე ყველას მოვუწოდებ ერთადერთ რამეს, რომ ნაცვლად ასეთი მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს, თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი, კეთილი ინებონ და ეს თქვან. ასევე შემდეგ, როცა გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაასისაც არ უნდა იყოს ის, ჩახედონ გადაწყვეტილების ტექსტს და თუ სამართლებრივი პრეტენზიები ექნებათ, ისაუბრონ სწორედ სამართლებრივ პრეტენზიებზე. ნუ გააკეთებენ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პრემიერი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე – მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში, აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა მათივე ინტერესები, როდესაც არ შევიდნენ პარლამენტში, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, დაისუსტეს საკუთარი თავი
Next: პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე – არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.