Skip to content
30/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე – არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

მარშალ პრესი 30/10/2026
irakli kobakhidze10

სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართება – ერთი მხრივ, ჩვენმა მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო და მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ ტაქტიკას – დროის გაწელვის ტაქტიკას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართება. ერთი მხრივ, ჩვენმა მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო და მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ ტაქტიკას – დროის გაწელვის ტაქტიკას. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, რომ სინამდვილეში საპასუხო არაფერი აქვთ. მოისმინეთ ალბათ მათი პასუხები და თითოეული მათგანი არის სრულიად არადამაჯერებელი. არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მათი გამუდმებული ზრუნვის საგანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა და ამას ისინი აკეთებენ ქმედითი მცდელობებით, რაც ძალიან თვალსაჩინოა. ეს არის აღწერილი კონსტიტუციურ სარჩელში და, რა თქმა უნდა, რაც ფაქტია, იმაზე რთულია რაიმე ხელშესახების დაპირისპირება,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს თავისთავად მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი
Next: დავით ქართველიშვილი: სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.