Skip to content
30/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაგა კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია

მარშალ პრესი 29/10/2026
giorgi kakhiani2

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს კი არ ემიჯნება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ ქველმოქმედებას.

კახიანის თქმით, იმ ფონზე, როდესაც იყო მოლოდინი, რომ გვარამია ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს გაემიჯნებოდა, აღმოჩნდა, რომ ემიჯნებოდა ბიძინა ივანიშვილს.
კახიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ქონება საქართველოში არ შეუძენია, თავისი ქონების 80% – 3.5 მილიარდზე მეტი ქვეყანას მოახმარა და გაღლეტილი ბიუჯეტის პირობებში პოლიციელებისა თუ მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა. მისივე თქმით, გვარამია სწორედ ამ სიკეთეებს ემიჯნება.

„დღეს ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ბატონი გვარამიასგან, და არაერთი მაგალითი ითქვა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ერთს გამოვყოფდი. მან ისაუბრა იმაზე, რომ რას ვემიჯნებიო და იყო მოლოდინი იმისა, რომ იტყოდა ვემიჯნები მაგალითად, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა რომ იგი ამას კი არ ემიჯნება, იგი თურმე ემიჯნება იმას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა იგი პოლიტიკაში, ანუ ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია და, რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80% მოახმარა ქვეყანას, და 3.5 მილიარდი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყნის მიმართ. ბიძინა ივანიშვილი, მაშინ როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, იგი აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის და აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს”,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

Post navigation

Previous: დიმიტრი სამხარაძე: ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა
Next: დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.