Skip to content
30/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა

მარშალ პრესი 29/10/2026
dimitri samkharadze

სასამართლოს სხდომებზე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ამ დღეებში საზოგადოებამ ბევრი სიცრუე მოისმინა, მაგრამ ის უტიფრობა, რაც დღეს გვრამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია, – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გვარამია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა, ყველამ იცის, რომ მთელი თავისი ქონება ქველმოქმედების სახით დახარჯა, ხოლო, როცა ბიუჯეტი ცარიელი იყო, სწორედ ივანიშვილი უხდიდა ხელფასს ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

როგორც სამხარაძე აცხადებს, ეს ყველაფერი გვარამიამაც კარგად იცის, თუმცა, მას ისტორიის გადაწერა სურს.

“ეს არსება ამბობს, რომ თითქოს ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და ბიუჯეტის ფულით მოვიდა თურმე პოლიტიკაში… ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ ერისკაცმა მთელი თავისი ქონება, რომლის 1 თეთრიც საქართველოში არ უშოვია, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა. მაშინ, როდესაც ბიუჯეტი ცარიელი იყო, ერისკაცი უხდიდა ხელფასს ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი ბანდა დადასტურებულად ძარცვავდნენ ბიუჯეტს, ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით გაარემონტა 400 სკოლა, რადგან ბავშვები განათლებას ვერ იღებდნენ სიცოცხლისთვის საშიში პირობების გამო…. ერისკაცის ქველმოქმედებაზე აქ მეტს არ გავაგრძელებ, მაგრამ მთავარი სხვა რამეა – განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა. არ გამოვა ნიკუტ, არ გაგივათ ეს უტიფრობა. კიდევ ბევრჯერ გაგცემთ ქართველი ხალხი საკადრის პასუხს ამ გაუგონარი უტიფრობის გამო,” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
Next: გაგა კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.