Skip to content
29/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებ

მარშალ პრესი 29/10/2026
giorgi kaxiani1

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და პარალელი საქართველოსთან გაავლო.

კახიანის თქმით, საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. მისივე განცხადებით, მსგავსი პროცესები დღეს სხვა ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.

„კიდევ ერთხელ შეიძლება პარალელის გავლება, მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროცესები. დღეს იგივე პროცესები, მსგავსი პროცესები, ასევე რომელიც ფინანსდება როგორც ჩანს, ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე ჩვენ მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,-აღნიშნა კახიანმა.

კახიანმა ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება მისასალმებელია, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მიდგომა კი სწორედ ამას ემსახურება.

„როდესაც პირები ხვდებიან, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას აღიარებენ და გარკვეულ სინანულს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და სწორიც არის. ჩემი აზრით, ასე უნდა იმოქმედონ სხვა მსჯავრდებულებმაც იმიტომ, რომ იმ მოცემულობის ტყვეობაში არიან, რომელიც მათ თავზე მოახვიეს. ამიტომ, სახელმწიფო ასეთი პირების მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს თავის დანაშაულს, იქ ხვდება ადეკვატურად განწყობილი და შესაბამისი საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც სწორედ ამას უკავშირდება“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

Post navigation

Previous: პაატა სალია – იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებები
Next: თორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში არეულობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე: კიდევ ერთხელ წარმოჩინდება, რომ ევრობიუროკრატები უხეში მეთოდებით ცდილობენ პირდაპირ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.