Skip to content
28/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია – იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებები

მარშალ პრესი 28/10/2026
paata salia1

„პენიტენციური სისტემა სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული და მგრძნობიარე სფეროა, სადაც ყოველდღიურად ერთმანეთში იკვეთება უსაფრთხოების საკითხები, კანონის აღსრულება, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. აქ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, საქმისადმი   კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ და მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ სისტემაში მართლაც ათასობით ადამიანი მუშაობს, რომელთაც ყოველდღიურად ურთულეს,  პირობებში უწევთ მუშაობა და ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვასხვავოთ გაცხადებული, გახმოვანებული ბრალდებები და რეალურად დადასტურებული დარღვევები, თუ ასეთი არსებობს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, გავრცელებული ბრალდებების მიზანი სისტემის დისკრედიტაციაა.

„ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი ბრალდებები, თუმცა, მე შემიძლია, ვთქვა, რომ იმ პერიოდიდან, რაც მე დავინიშნე იუსტიცის მინისტრად, ფაქტობრივად არ განელებულა ეს კამპანია, რომლის მიზანიც არის დისკრედიტაცია… განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა დავითაძის საქმის განხილვისას, როდესაც იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა მოწოდებები და ასე შემდეგ“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: პაატა სალია: „2012 წლის მერე პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა; თვისებრივად განსხვავებული პენტენციური სისტემა გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია როგორც სასჯელის აღსრულებასა და უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.