Skip to content
28/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: „2012 წლის მერე პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა; თვისებრივად განსხვავებული პენტენციური სისტემა გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია როგორც სასჯელის აღსრულებასა და უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე

მარშალ პრესი 28/10/2026
paata salia

„გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, იყო სწორედ ის სისტემური პრობლემები, და რაც იყო მაშინ, იმ დროს მოქმედ პენტენციურ სისტემაში და 2012 წლის მერე ეს სისტემა რადიკალურად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ თვისებრივად განსხვავებული პენტენციური სისტემა გვაქვს დღეს, რომელიც ორიენტირებულია როგორც, რა თქმა უნდა, სასჯელის აღსრულებაზე, უსაფრთხოებაზე და, ასევე, ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი არის ის, რომ პატიმარი როცა მოიხდის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, საზოგადოებას სრულყოფილ წევრად დაუბრუნდეს, და ამისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა, დაწყებული პენტენციური კოდექსის ცვლილებიდან, ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარებით, სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვით და მრავალი სერვისის შეტანით დაწესებულებებში“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში კვების პრობლემაზე საუბრები გაზვიადებული იყო.

„მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად ერთი წელი გრძელდებოდა საუბრები იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. გარკვეულწილად, არსებობდა პრობლემები, მაგრამ ძალიან გაზვიადებული იყო ის, რასაც მედიით იგებდა მაყურებელი, თუმცა, ეს პრობლემებიც აღმოიფხვრა… ჩვენ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ 2012 წლის შემდგომ და დაგეგმილია, რომ ძველი ტიპის ნახევრად ღია დაწესებულებები თანდათანობით დაიხუროს და სრულად გადავიდეთ თანამედროვე სტანდარტების მქონე მცირე ზომის დაწესებულებებზე, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ პატიმრებს, რომ მიიღონ განათლება, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და, შესაბამისად, როგორც აღვნიშნე ,სრულყოფილ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„უახლოეს პერიოდში რუსთავში ვხსნით 150 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებას, ასევე, რამდენიმე დაწესებულება გვინდა, გავხსნათ იმისათვის, რომ ისეთი დაწესებულებები, სადაც, დაახლოებით, 2000-3000 ადამიანია, ისინი გადანაწილდნენ და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ზოგადად, ნაკლები პატიმარი იყოს პენტენციურ დაწყებულობებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

Post navigation

Previous: პაატა სალია: „2012 წლის მერე პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა; თვისებრივად განსხვავებული პენტენციური სისტემა გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია როგორც სასჯელის აღსრულებასა და უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე“
Next: პაატა სალია – იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.