Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი, მისდაუნებურად თუ მიზანმიმართულად გახდეს იმ დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილი, რასაც აწარმოებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფინანსებული ტელევიზიები

მარშალ პრესი 13/07/2022
დავით ქართველიშვილი

„როდესაც ამბობთ, რომ მოძალადეთა დაუსჯელობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ძალადობა მისაღებია, უბრალოდ მინდა გკითხოთ – ეს ლომჯარიას ანგარიშში ამოიკითხეთ, რომ მოძალადეები დაუსჯელები არიან, თუ თქვენი მოსაზრებაა?“–  ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება.

„მივმართავ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. გავეცანი თქვენს კომენტარს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე და რბილად რომ ვთქვა, ძალიან შემაწუხა იმ სიცრუემ, რაც გავრცელდა თქვენი მხრიდან. როდესაც ამბობთ, რომ მოძალადეთა დაუსჯელობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ძალადობა მისაღებია, უბრალოდ მინდა გკითხოთ – ეს ლომჯარიას ანგარიშში ამოიკითხეთ, რომ მოძალადეები დაუსჯელები არიან, თუ თქვენი მოსაზრებაა? უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი, მისდაუნებურად თუ მიზანმიმართულად გახდეს იმ დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილი, რასაც აწარმოებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფინანსებული ტელევიზიები.

რა ხდება რეალურად: 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე! ამ ეტაპისთვის, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ დაკავებულია 31 პირი. აქედან, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 28, ხოლო „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტზე – 3 პირი; მათ შორის სირცხვილიას ოფისთან ალექსანდრე ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდზე ჯამში დაკავებულია 6 პირი“- წერს ქართველიშვილი. Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ადამიანები, რომელთა უცოდინრობამ თუ დანაშაულებრივმა ქმედებებმა ქვეყანას ვერ აარიდა ომი, დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ რამენაირად გახვიონ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა
Next: აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ უცხო ქვეყნებში სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.