Skip to content
29/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე: „განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს“

მარშალ პრესი 28/10/2026
tamar zodelava

„პირველ რიგში, ეს არის კანონი, რომელიც უფრო მკაფიოდ არეგულირებს ყველა იმ აუცილებელ უფლებასა და მოვალეობას, რაც მნიშვნელოვანია კომერციული საქმიანობისთვის. კანონმდებლობის განჭვრეტადობა დაცვის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტია. შესაბამისად, პირმა, რომელიც გადაწყვეტს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, წინასწარ იცის, რას მოითხოვს მისგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და რა ვალდებულებებს განუსაზღვრავს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თამარ ზოდელავას თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ბიზნესსუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტიზებული პროცედურები და წესდება, რაც მათ საშუალებას აძლევს, დამატებითი იურიდიული მომსახურების გარეშე მოაწესრიგონ შესაბამისი ურთიერთობები და დაზოგონ ფინანსური რესურსი.

„ერთი მხრივ, ეს არის განჭვრეტადი კანონი, მეორე მხრივ კი, გამჭვირვალე და სტანდარტიზებული პროცედურები. ბიზნესსუბიექტებს შეუძლიათ, სტანდარტული შაბლონების საშუალებით მოაწესრიგონ ის ურთიერთობები, რომლებიც მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო დაცულად ჩაერთონ სამოქალაქო ურთიერთობებში და განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა“, – განმარტა თამარ ზოდელავამ.

Post navigation

Previous: „ბიზნესსუბიექტებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულეს, შესაძლებლობა აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია“
Next: დავით ქართველიშვილი: ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.