Skip to content
29/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ბიზნესსუბიექტებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულეს, შესაძლებლობა აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია“

მარშალ პრესი 28/10/2026
tamar zodelava

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის საქმიანობის შეჩერება გაუქმებას არ ნიშნავს. შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს შეზღუდული აქვთ გარკვეულ შესაძლებლობებზე წვდომა. მათ შორის, ვერ სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვერ აახლებენ ამონაწერს და ვერ ახორციელებენ აქტიურ ბიზნესსაქმიანობას. შესაბამისად, მათ, ვისაც სურს, რომ ბიზნესსუბიექტი მოქმედი იყოს, აქვთ შესაძლებლობა, დადგენილ ვადაში მოაწესრიგონ სარეგისტრაციო მონაცემები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, 2027 წლის 1 იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესკურიერში“.

თამარ ზოდელავას განმარტებით, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც კვლავ შეჩერებული ექნებათ სტატუსი და მონაცემები არ ექნებათ განახლებული, გაეგზავნებათ შეტყობინება და მიეცემათ დამატებით სამთვიანი ვადა, 2027 წლის 1 აპრილამდე:

„ეს იქნება საბოლოო ვადა იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც სურთ, სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; 2027 წლის 1 აპრილს კი, ის ბიზნესსუბიექტები გაუქმდებიან, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული ექნებათ და სარეგისტრაციო მონაცემები არ ექნებათ განახლებული“,-განაცხადა თამარ ზოდელავამ.

 

Post navigation

Previous: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესახებ: „მისი მთავარი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დაცული იყოს ბიზნესი და სამეწარმეო სუბიექტები“ – თამარ ზოდელავა
Next: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე: „განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს“
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.