Skip to content
29/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი და წამალი იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ პარტიად აქციო – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და უნდა აიკრძალოს

მარშალ პრესი 28/10/2026
guram macharashvili

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად, საკუთარი პარტიის დაცვის მცდელობები კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მუდმივად უარყოფს ფაქტებს – საზოგადოებას ეკონომიკური უკუსვლის შესახებ ესაუბრება მაშინ, როდესაც რეალურად ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება, ხოლო საქართველოს მშვიდობას უკრაინაში მიმდინარე ომს ამჯობინებენ.

დეპუტატი გიორგი ბარამიძის მიერ გაჟღერებულ უმძიმეს ბრალდებებსაც იხსენებს, რომლითაც მან ქართველ სამხედროებს ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალა.

გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, რომელიც უნდა აიკრძალოს, რათა საზოგადოებას ქართული პოლიტიკური სპექტრის გადახალისების შესაძლებლობა მიეცეს.

„დღევანდელ რეალობაში ისევ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრი რომ ხარ და ამ პარტიის მმართველობის ქვეშ იმყოფები, სადაც ადამიანების დახოცვა, ქონების წართმევა, წამება თუ უცხოელ პარტნიორებთან საკუთარი ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება ნორმად მიაჩნიათ, ქვეყნის მიმართ შენს დამოკიდებულებაზე ბევრს მეტყველებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალეს, შემდეგ ბარამიძემ ომის დანაშაული დააბრალა ქართველ სამხედროებს – აფხაზეთის ომში ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი. სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციას მოვუგეთ საქმე, რომელიც ქართველი სამხედროების მიერ ომის დანაშაულის ჩადენას ეხებოდა, და დადასტურდა, რომ ქართულ მხარეს ომის დანაშაული არ ჩაუდენია. ომის დანაშაული სწორედ ეს არის – დანებებულ და ჩაბარებულ სამხედროს რომ კლავს, ანუ ტყვეს.

ამ განცხადების შემდეგ ქართველმა სამხედროებმა ბარამიძეს მოუწოდეს – კაცურად გამოდი და ბოდიში მოიხადეო – ის კი შეეცადა, უნიჭოდ შეელამაზებინა საკუთარი ნათქვამი – ომის დანაშაული არ დამიბრალებია, ვთქვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენო – ომის დანაშაული სწორედ ეს არის – დანებებულ და ჩაბარებულ სამხედროს რომ კლავს, ანუ ტყვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყველაფრის მიუხედავად, კიდევ იცავენ საკუთარ პარტიას და ასეთ ადამიანებთან საუბარი და რამის ახსნა შედეგს ვერ გამოიღებს.

ვხედავთ, რომ ეკონომიკა ვითარდება – რადიკალები ამბობენ, ეკონომიკური უკუსვლა გვაქვსო; უკრაინაზე წინ ვართ სხვადასხვა მიმართულებებით – გეუბნებიან, არაო; უკრაინის ომი სჯობს საქართველოში მშვიდობასო და ა.შ.

სწორედ ამიტომ ვამბობდით „ხალხის ძალა“, რომ არანაირი გამოსავალი, რეცეპტი და წამალი არ არსებობს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად შექმნა.

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ის უნდა გაუქმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცემა საშუალება, შექმნას პარტიები და გადახალისდეს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ეს ასეც მოხდება,”-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი „ოპოზიციურ ერთობაზე”: მათივე მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან
Next: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესახებ: „მისი მთავარი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დაცული იყოს ბიზნესი და სამეწარმეო სუბიექტები“ – თამარ ზოდელავა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.