Skip to content
27/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, ჩვენი წარმომადგენლის დღევანდელი სიტყვა იყო უმნიშვნელოვანესი

მარშალ პრესი 26/10/2026
irakli kircxalia

ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ სპეკულაციურ შეკითხვებს, დაზუსტებებს, ვითომ რაღაცის ვერგაგებას საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა.

“ეს კვირა სასესიო კვირაა, პლენუმის სხდომები არის ხვალიდან და როგორც ყოველთვის, ორშაბათს ჩავატარეთ უმრავლესობის სხდომა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. მოგეხსენებათ, ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი და ყველა იმ სპეკულაციურ შეკითხვებს, ჩაკითხვებს, ვითომ რაღაცის ვერგაგებას საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა. ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს ქვეყანა იმ წრედიდან, რომელსაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე აგენტურული ქსელის საქმიანობა“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა აქ რევოლუციურ სცენარებში
Next: მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.