Skip to content
27/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა აქ რევოლუციურ სცენარებში

მარშალ პრესი 26/10/2026
irakli kircxalia1

სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

დეპუტატი სერბეთის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

“სხვა არჩევნებიც გავიხსენოთ ქვეყნის გარეთ. სასოწარკვეთილებას რომ სახე ჰქონდეს, სასოწარკვეთილების სახე არის თითოეული ეს ჟივილ-ხივილი, რაც ქვეყნის გარეთ ნებისმიერ მოვლენას [მოჰყვება ხოლმე]. რას ზეიმობენ?! სერბეთში დემოკრატიული პროცესი წარიმართა, ერთი ძალა დამარცხდა, მეორემ გაიმარჯვა. ამას ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა კირცხალიამ.

25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გადადგა, გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავდა. მის მთავარ მეტოქეს წარმოადგენდა მოძრაობა „სტუდენტური სია – სტუდენტები იმარჯვებენ“, რომელიც ფორმალურად სულ რაღაც ერთ თვეზე მეტია, რაც შეიქმნა, თუმცა პრაქტიკულად ქვეყანაში ჯერ კიდევ 2024 წლიდან დაწყებული პროტესტის ნიადაგზე ჩამოყალიბდა.

Post navigation

Previous: 2024 წლის 26 ოქტომბერი დარჩება ბრიუსელის სირცხვილად – შალვა პაპუაშვილი
Next: ირაკლი კირცხალია – ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, ჩვენი წარმომადგენლის დღევანდელი სიტყვა იყო უმნიშვნელოვანესი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.