Skip to content
23/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება

მარშალ პრესი 23/10/2026
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, იმის ფონზე, როცა საქართველოში დაგეგმილია რადიკალური ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ჩინეთში დაგეგმილი მსოფლიოს სამი გამოკვეთილი ლიდერის – დონალდ ტრამპის, სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, უმნიშვნელო სახეს იღებს.

„უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი – ჩინეთში და ორი – საქართველოში.
უმნიშვნელოთი დავიწყოთ: ჩინეთში ერთმანეთს შეხვდება მსოფლიოს სამი გამოკვეთილი ლიდერი – დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი.

ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტები უკვე რაცხავენ ამ შეხვედრას, როგორც „იალტა 2.0“-ის დონის მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებსაც გადიან ამჟამად – ხან ნორვეგიაში, ხან რუსეთში. ამ შეხვედრას ეხმაურება, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტიც, რომელმაც არ გამორიცხა ქვეყნის 75%-ის გადასარჩენად 25%-ის დროებით დათმობაზე თანხმობა.
ეს არის ამ უმნიშვნელო ღონისძიებების მოკლე ანონსი. ახლა კი მნიშვნელოვანს დავუბრუნდეთ: ქართული რადიკალური ოპოზიციის 25 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მრავალრიცხოვანი, ხოლო 28 ნოემბერს – გრანდიოზული საპროტესტო აქციები, რომლებსაც, ივანიშვილის დაკვეთით, „დიდი სამეულის“ შეხვედრით ცდილობენ გადაფარონ, რაც „რუსულ რეჟიმს“, რა თქმა უნდა, არ გამოუვა.

ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს შორის ასევე პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები – ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე. ასე რომ, „არ გადართოთ“ – ცხელი შემოდგომა მხოლოდ ახლა კრეფს თავის დუღილის გრადუსს. დაკანცა!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სამომავლო პროექტები განიხილეს
Next: არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.