Skip to content
23/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სამომავლო პროექტები განიხილეს

მარშალ პრესი 23/10/2026
862759619_29255023340802337_3876778517841753060_n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების საკითხები და სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები.

ასევე, მინისტრის მოადგილემ, რწმუნებულმა და გურიის დელეგატმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმსჯელეს, მიმოიხილეს 2027 წლისთვის დაგეგმილი სამუშაოები და რეგიონში არსებული საჭიროებები.

2026 წელს, გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 41 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 418 პროექტია დაფინანსებული.

Post navigation

Previous: ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით „დიდი კედელი -2026“ საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა
Next: დავით ქართველიშვილი: უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.