Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა

მარშალ პრესი 03/04/2022
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე კ.ლ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის თებერვლიდან, დროებით მცხოვრები უკრაინის მოქალაქე კ.ლ. მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდი”, ასევე, 400 ლარი და 1200 აშშ დოლარი. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული
საშუალება “ჰაშიში”.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: 2 დღეში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მეხანძრე-მაშველებს მინდვრისა და ბალახის 20-მდე ხანძრის ჩაქრობა მოუწიათ
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025