შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მინდვრისა და ბალახის 19 ხანძარზე მოახდინეს რეაგირება.
„ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეცტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხანძრის ყველა აქტიური კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
„დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა