Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით?

მარშალ პრესი 21/10/2026
guram macharashvili

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს. კერძოდ, საუბარია უცხოური გავლენების შესახებ კანონზე, რომელიც მისაღებია საფრანგეთისთვის, ხოლო ევრობიუროკრატებისათვის საქართველოში იგივე შინაარსის კანონი ანტიდემოკრატიულად მიიჩნევა.

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აკრიტიკებდნენ ევროპაში საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონს და განაცხადა, რომ ამის უკან დგას „დიფ სთეითი“, რომლის სურვილია საქართველოს ხელისუფლების კონტროლი და ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა.

„აბსოლუტურად სწორი და გასაგებია, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და ასევე, ემხრობა იმას, რომ არ უნდა გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია და ა.შ. მაგრამ, რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით? მაშინ უცხოეთიდან არაერთი უსამართლო განცხადება გაკეთდა, მათ შორის საფრანგეთის მხრიდან. ანუ, ფრანგ ხალხს სჭირდება სიმართლე და სამართლიანობა და ქართველ ხალხს არა? უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, კრიტიკა იმიტომ იყო, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, რომელიც არიას „დიფ სთეითის“ და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ საქართველოში თავად უნდა აკონტროლოს ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესები – საქართველოს სუვერენიტეტი არ სჭირდება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა
Next: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დასწრება ჩვენი პროფესიული ინტერესია – ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ფარტენაძე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.