Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა

მარშალ პრესი 21/10/2026
gia abashidze

პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და კომპანიებმა თავიანთი მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასად გასწიეს.

„პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და კომპანიებმა თავიანთი მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასად გასწიეს.

რეჟისორმა, მუსიკოსებმა, მომღერლებმა და მგალობლებმა კაპიკიც არ აიღეს — ჰონორარზე უარი თქვეს და საკუთარი შრომა პატივისცემის ნიშნად გაიღეს. კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი-სერვისი“, „ჯითი გრუპი“) ტაძრების დასუფთავება სრულიად უფასოდ იკისრეს, „აქვა გეომ“ კი ათასობით წყალი უსასყიდლოდ გადასცა. სხვა კომპანიებმაც მნიშვნელოვანი შეღავათები გააკეთეს.

დაიხარჯა მხოლოდ ის თანხა, რაც ასეთი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებისთვის იყო საჭირო: ტაძრებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა, ეკრანები, გახმოვანება, პირდაპირი ტრანსლაცია, რეგიონებიდან ჩამოსული სალოტბარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება-დაბინავება, ასევე უცხოელი სტუმრების ოფიციალური მიღება.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გარე ზეწოლამ შეიძლება გააძლიეროს ეჭვი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასახული პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ
Next: გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით?
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.