Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა

მარშალ პრესი 20/10/2026
dimitri samkharadze

ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და „ქართველობა“, – წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ოპოზიცია უცხოური ინტერესების გატარებასა და ქვეყნის დაზიანებას ემსახურება, რაც საქართველოს ომში ჩათრევისა და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობებში გამოიხატება.
სამხარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია უცხოელების მითითებებით მოქმედებას არც მალავს და საზოგადოების მიუღებლობის მიუხედავად, ძალაუფლების თავს მოხვევას ისევ ხალხის საზიანოდ ცდილობს, თუმცა ამის შანსი ნულის ტოლია.

“მომსწრენი ვართ აგენტურული ლუსტრაციის მაგალითისა!

ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და „ქართველობა“.

არ ვიცი, როგორ უნდა შევაფასო ამათი მავნებლური ქცევების მთელი კასკადი! გადამთიელების ინტერესების გატარება იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ომში ჩათრევით დაწყებული, აკაცუკური გადატრიალებების მცდელობებით დამთავრებული, უტევდნენ! სახელმწიფოს ჩამოშლას, გარყვნის დაკანონებას ემსახურებოდნენ!

არც კი მალავთ! ადასტურებთ თქვენი ამაზრზენი მონური ქცევით იმას, რომ ხალხისთვის თქვენსადმი მიუღებლობის მიუხედავად, შესაძლებელია, უცხოელების მიერ ნაბრძანები ხრიკებით კიდევ რამენაირად თავს მოახვიოთ საკუთარი თავი, ისევ ხალხის საზიანოდ გამოიყენოთ და იმ ზიზღით, რომელიც თქვენ ქართველების მიმართ გაქვთ, ისიამოვნოთ, ბოროტებით მიღწეულებმა!

შანსი 0%

სამარცხვინოები ხართ, მანქურთები.”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს
Next: ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაზე – როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, განახორციელოს ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია – ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.