Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს

მარშალ პრესი 20/10/2026
tamta megrelishvili

ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ გარე ძალებს არ აინტერესებთ ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება, მათი სურვილია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან.

მისივე თქმით, ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს.

„ ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს.

ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

ეს გზა მათ არაერთგზის გაიარეს, თან უშედეგოდ. გარე ძალები მართვის სადავეების ხელში ასაღებად მათ მხოლოდ დესტრუქციას სთავაზობს.
მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება, მათი სურველია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან.

გარე დირექტივების სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესების მეორეხარისხოვნად ქცევა არის საზოგადოებისათვის სახეზე აფარებული სიმართლე – რომ ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს.

მძიმე საყურებელია ასეთი შეხვედრებიდან გამოსული რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურად გაფითრებული სახე რადგან გარე აქტორებისადმი გაწვდილი ხელი, საბოლოოდ მაინც ცარიელი რჩება“, – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ
Next: დიმიტრი სამხარაძე: ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.