Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვერც „საიდუმლო სერობებით” და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ, ფართხალებენ

მარშალ პრესი 20/10/2026
gia abashidze

ცეცხლმოკიდებული ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში მარგინალური ნაცოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობენ — მათ შორის იმ პარტიებთანაც, რომლებიც შესაძლოა მალე სამართლიანად აიკრძალოს, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ვერც “საიდუმლო სერობებით” და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს საქართველოში ვერ მიაღწევს.

„ცეცხლმოკიდებული ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში მარგინალური ნაცოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობენ — მათ შორის იმ პარტიებთანაც, რომლებიც შესაძლოა მალე სამართლიანად აიკრძალოს.

რა არის ასეთი ხშირი რანდევუების მიზეზი? სად გაქრა არაფორმალური დიპლომატიური წესი, რომლის მიხედვითაც დასავლეთის საელჩოები არ ხვდებიან საარჩევნო ორგანოებში არაწარმოდგენილ, ურეიტინგო და, რაც მთავარია, ექსტრემიზმის დღის წესრიგის მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს?

ირონიულად რომ ვთქვათ, იქნებ, ევროპელ ელჩებს ნაცაკაცუკების ხელისუფლებასთან ბრძოლის ნოუ-ჰაუ აინტერესებთ, რათა მერე თავიანთ დედაქალაქებში უპატაკონ, როგორ დაიცვან თავი ადგილობრივი რადიკალების შეტევებისგან?

სერიოზულად კი — ვერც „საიდუმლო სერობებით” და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს. უბრალოდ, ფართხალებენ.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე: ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი – ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც, დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი
Next: დავით ჩიხელიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.