Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე: ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი – ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც, დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი

მარშალ პრესი 20/10/2026
eka sepashvili

„შეხვედრებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდეს PACE-ს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ (და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ), რომ ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოსცა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, სადაც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, უნდა გააუქმონ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, იტალიის დედაქალაქ რომში გამართული ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

სეფაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი. „აღიარონ 2024 წლის არჩევნების შედეგები, ხელისუფლების ლეგიტიმაცია და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დაბრუნებაზე, ამას წინ აღარაფერი დაუდგება,“ – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევრობიუროკრატები აბსურდში არიან გადავარდნილები.

„ევროპის საბჭოში შედგა საკმაოდ მეგობრული შეხვედრები – როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. მე თვითონ ვიყავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წევრი, და ვიზიტისას (ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია), დელეგაციის წევრებს შორის ბევრი ნაცნობი ვნახე. ცხადია, მქონდა კულუარული საუბრებიც.

სხვადასხვა შეხვედრისას აშკარად გამოიკვეთა, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი. ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც, დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი.

ამ შეხვედრებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდეს PACE-ს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ (და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ), რომ ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოსცა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, სადაც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, უნდა გააუქმონ.

აღიარონ 2024 წლის არჩევნების შედეგები, ხელისუფლების ლეგიტიმაცია და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დაბრუნებაზე, ამას წინ აღარაფერი დაუდგება.
სხვადასხვა დონეზე გამართული საუბრებისას ევრობიუროკრატები ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ იქნებ ამის გარეშეც გადაგვედგა ეს ნაბიჯი და დავბრუნებულიყავით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ეს არ მოხდება. ისინი საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან, ანუ გვეუბნებიან: „ის რეზოლუცია, რაც ჩვენ მივიღეთ, დაივიწყეთ, დიდს არაფერს ნიშნავსო“ – ასეთ აბსურდში არიან გადავარდნილები.

თუმცა, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საქართველოს მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი. ეს ნეგატივი ემყარებოდა იმდენად ბევრ და აშკარა ტყუილს, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი პოზიციის ფაქტებით დასაბუთება.

ეს, უპირველეს ყოვლისა, არის მათი ღირებულებების ძალიან ღრმა კრიზისი, რომელიც აისახა კიდეც იმ არეულობებში, რომლებიც საფრანგეთში, ალბანეთში და სხვა ქვეყნებშია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს და ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან მსგავს შედეგს აუცილებლად გამოიღებდა
Next: გია აბაშიძე: ვერც „საიდუმლო სერობებით” და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ, ფართხალებენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.