Skip to content
20/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზე

მარშალ პრესი 19/10/2026
nika oboladze

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, “ქართულ ოცნებას” მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის შესახებ.

მისი განცხადებით, აშშ-ის საელჩომაც, რამდენიმე თვის წინ გავრცელებული განცხადებით, ფაქტობრივად, დაგმო ოპოზიციური პარტიების მიერ პარტიების ბოიკოტი. როგორც ობოლაძე განმარტავს, ოპონენტების ამ ნაბიჯმა, მმართველი პარტიის რიტორიკა ოპოზიციის საბოტაჟის შესახებ გაამყარა.

“ამერიკის საელჩომ რამდენიმე თვის წინ დადო განცხადება და მაგალითად, ოპოზიციას მოუწოდა, რომ ინსტიტუციებში უნდა იმუშაონ და თავისი აზრი გამოთქვან. საბოლოო ჯამში – ყოველ შემთხვევაში მე ასე წავიკითხე – თითქმის ბოიკოტი დაგმო. მე ვთვლი, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო არასწორი. მე ვთვლი, რომ აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება იყო სწორი. მე ვთვლი, რომ პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რაღაცნაირ რიტორიკაში მაინც “არგუმენტი” აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საუბრობს იმაზე, თითქოს პარტიები უნდა აკრძალოს და ვიღაც თავის ფუნქციას არ ასრულებს და საბოტაჟს ახდენს,” – განაცხადა ობოლაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი არის ნაცემი
Next: ზაზა დობორჯგინიძე: დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია, თუ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას არასაარჩევნო გზით ცდილობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.