Skip to content
20/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი არის ნაცემი

მარშალ პრესი 19/10/2026
penitenciuri samsaxuri

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არის ნაცემი.
ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში გვიპასუხეს, რომ ეს არის სიცრუე, ხოლო რაც შეეხება ბრალდებულის დედის მოთხოვნას შვილთან შეხვედრის შესახებ, პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს პაემნით სარგებლობა აკრძალული აქვს. მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, ბოლო პერიოდში დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციისა და მისი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობით მიმართა და შედეგად, ბრალდებულს ერთჯერადად სატელეფონო ზარით სარგებლობის უფლება მიეცა.

Post navigation

Previous: საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი: მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს კონკრეტულ ტერიტორიებზე სოციალური პლატფორმების ხელმისაწვდომობა შეზღუდოს
Next: ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.