Skip to content
20/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება

მარშალ პრესი 19/10/2026
0550

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. 

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60

წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

Post navigation

Previous: გიორგი ჩაკვეტაძე მაკრონზე: 2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა გვახსოვს. არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა
Next: დავით ქართველიშვილი: ევროპულ სახელმწიფოს კანონის დაცვის მოთხოვნის უფლება აქვს, საქართველოს კი, იგივე პრინციპის უზრუნველყოფის მცდელობისთვის უსასრულოდ თავის მართლება უწევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.