Skip to content
20/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე მაკრონზე: 2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა გვახსოვს. არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა

მარშალ პრესი 19/10/2026
GIORGI CHAKVETADZE

პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთში მიმდინარე აქციები დაგმო და პასუხად, შეკრებები საერთოდ აკრძალა, – წერს უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, რითაც საფრანგეთში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო და მისი 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა ყველას ახსოვს.

მისი თქმით, არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა.

მისივე შეფასებით, ძალადობა დემოკრატიის სახელითაც დანაშაულია, თბილისშიც, პარიზშიც და ანტანანარივუშიც.

„პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთში მიმდინარე აქციები დაგმო და პასუხად, შეკრებები საერთოდ აკრძალა.2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა გვახსოვს. არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა. ძალადობა დემოკრატიის სახელითაც დანაშაულია… თბილისშიც, პარიზშიც და ანტანანარივუშიც!”,- წერს ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: 19 ოქტომბრიდან დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება
Next: 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.