Skip to content
19/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ობიექტურობის სტანდარტები ადგენს, როდის შეუძლია მედიასაშუალებას, შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის – არა, მედია უნდა იყოს ობიექტური, მედიაგარემო უნდა გაჯანსაღდეს ქვეყანაში

მარშალ პრესი 18/10/2026
irakli kobakhidze1

საინფორმაციო გამოშვებაში უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, წლების განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება და ობიექტურობის სტანდარტები ადგენს, როდის შეუძლია, მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის – არა.

„თქვენ იცით, რომ კონტექსტია მნიშვნელოვანი, რა კონტექსტშია სიტყვა „რეჟიმი“ გამოყენებული. როდის შეუძლია, მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის არ შეუძლია, ამას ადგენს ობიექტურობის სტანდარტები. მე დეტალებში ვერ შევალ, რადგან ამ ყველაფერს არეგულირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. თუ რაიმე შეკითხვა არსებობს კომუნიკაციების კომისიასთან მიმართებით, მათ უნდა დაუსვათ.

უკვე მრავალი წელია, საქართველოში ობიექტურობის სტანდარტები მოქმედებს. უბრალოდ ეფექტური არ იყო შესაბამისი ნორმები, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. თავისთავად, საინფორმაციო გამოშვებაში, განსხვავებით საავტორო გადაცემისგან, რომ უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, ეს არ არის ახალი, ხომ? წლების განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები ჩვენს კანონმდებლობაში, ისევე როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი. დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება ობიექტურობის სტანდარტიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, აქამდე არ არსებობდა კანონმდებლობაში გაწერილი სტანდარტების აღსრულების მექანიზმი და ახლა ჩაიდო აღსრულების მექანიზმი.

„ზოგადად, მედია უნდა იყოს ობიექტური, ხომ ვთანხმდებით?! შეიძლება საავტორო გადაცემებში საკუთარი სუბიექტური მოსაზრება გამოთქვას ჟურნალისტმა, მაგრამ, მაგალითად, როდესაც საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში, ის უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტებს. ზოგადად ასეა, ჩვენთან არ იყო არასდროს დაცული ეს პრინციპი, მაგრამ ასეა და ეს კანონმდებლობაშიც იყო გაწერილი. რაც იყო გაწერილი და არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი, იქ ჩაიდო აღსრულების მექანიზმი. ეს არის და ეს. დანარჩენი ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებული ყოველი პოლიტიკური ორთაბრძოლიდან, გინდა, რეჟიმი დაგვიძახონ, გინდა – დიქტატურა და, რა ვიცი, რაც უნდათ. ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები. ჩვენ წუხილზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ მედიაგარემო უნდა გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: „ნიუ იორკ თაიმსი”: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რაც მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს და განახლებულ ეკონომიკურ გავლენას მოუტანს
Next: მარკო რუბიო – პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.