Skip to content
17/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

მარშალ პრესი 17/10/2026
irakli kircxalia

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კირცხალიამ, მედიასთან საუბრის დროს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის შესახებ აგორებულ ხმებზე, რომ თითქოს, ირაკლი კობახიძე გადადგებოდა ან თანამდებობას დაატოვებინებდნენ.

კირცხალიას განმარტებით, როგორც “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს, ისე უმრავლესობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძეზე საუბარი ნამდვილად იყო, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მასზე ბევრი ისაუბრა, თუმცა, ყველა სიტყვა იყო საქებარი. მისივე თქმით, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და მხარს უჭერს ირაკლი კობახიძეს.

“ნამდვილად იყო საუბარი ბატონ პრემიერზე, მათ შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ნამდვილად ბევრი ისაუბრა მასზე, მაგრამ, აბსოლუტურად ყველა სიტყვა იყო საქებარი მის მიმართ. რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან, მისი მეთაურობით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ, აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მეტი დრო დაუთმო მასზე საუბარს და ეს საუბარი იყო მხოლოდ ირაკლი კობახიძის შექება.
როდესაც ასეთი მოცემულობაა და ყველა ხედავს, თუ როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი,” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ზოგადად რა პროცესებიც წარიმართა ქვეყნის შიგნით, მათ შორის გუნდის შიგნით, ამ თემებზე იყო საუბარი. ძალიან მოკლედ შევეხეთ სხვადასხვა თემას, საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი
Next: გიორგი პატარიძე: ,,2012 წლამდე პატიმრების კვებაზე, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს შეადგენს“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.