Skip to content
15/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

მარშალ პრესი 15/10/2026
848713424_1102152916011614_672719323947579380_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან

Post navigation

Previous: საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ჯგუფ BTS-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.