Skip to content
15/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა

მარშალ პრესი 15/10/2026
130

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს შორის თანამშრომლობა და სამომავლო ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს თანმიმდევრულ და ეფექტიან თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრედერიკ დოლტი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი უილიამ მასოლინი.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გ.გ.-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.