Skip to content
15/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი იტალიაში გაემგზავრა

მარშალ პრესი 14/10/2026
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე და პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

„პარლამენტის თავმჯდომარე რომში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა წყალტუბოს ქუჩის N9-ის მიმდებარედ საზოგადოებრივ სივრცეს აწყობს
Next: ვერ მოაწყვეს რევოლუცია, თავად ჩაატარეს საარჩევნო კამპანიები და ვერ ჩაგვანაცვლეს ვერც არჩევნების გზით – ლევან მაჭავარიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.