Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს

მარშალ პრესი 12/07/2022
1657599087-3E351EEB-C1A0-489C-BE61-E2BA52DEE2EE

ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ბევრ ამერიკელ და ევროპელს უკვე დიდი ხანია, აქვთ სერიოზული ეჭვები ერმაკთან დაკავშირებით. ერმაკი რომ სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო, როგორც ადამიანი ასეთი საეჭვო რეპუტაციის, ის ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა თანამდებობას. მაშინ, როცა უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც შეამცირა უკრაინის მომზადების დონე. თუმცა არასდროსაა გვიანი სწორად მოქცევა“, – აცხადებს სპარცი.

კონგრესმენის თქმით, ერმაკმა მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია დაიწყო. სპარცის თქმით, როგორც ჩანს კიევს აქვს ფული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მაგრამ არ აქვს თანხა სამხედროების დასახმარებლად. საუბარია მაგალითად 2014 წლის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე სამხედროებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე.

Continue Reading

Previous: ანრი ოხანაშვილი: ეს იქნება ფაქტების დამახინჯება და ფეხქვეშ გათელვა, თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025