Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ეს იქნება ფაქტების დამახინჯება და ფეხქვეშ გათელვა, თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა

მარშალ პრესი 11/07/2022
ანრი ოხანაშვილი

მომზადებულ დოკუმენტში ასევე ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მე-4 ტალღის ფარგლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცხადა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ დღეს ოპონენტებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით 200-გვერდიანი დოკუმენტი განსახილველად გადასცეს. ოხანაშვილის განმარტებით, დოკუმენტი სასამართლოს ინსტიტუციურ განვითარება ასახავს 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. ოხანაშვილმა ასევე ისაუბრა, თუ რა გამოწვევები რჩება აღნიშნულ სისტემაში, რომლის გამოსწორებაც სასურველია.

„ეს იქნება ფაქტების დამახინჯება და ფეხქვეშ გათელვა, თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და როდესაც გამოწვევებზეა საუბარი, ჩვენ ამ დოკუმენტში დაფიქსირებული გვაქვს გამოწვევები. ეს არის: საპროცესო ვადების დაცვა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა სწრაფი მართლმსაჯულება მიიღონ; სასამართლოს გადატვირთულობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება – ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასევე ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მე-4 ტალღის ფარგლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცხადა.

Post navigation

Previous: მიშა გოგინაშვილი: ქართველმა ხალხმა კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანას
Next: ამერიკელი კონგრესმენი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.