სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს. ჩვენ კითხვაზე უწყება განმარტავს, რომ მსჯავრდებულს სატელეფონო კომუნიკაციაზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს და დაუბრკოლებლად შეუძლია სატელეფონო ზარების განხორციელება ნებისმიერ ნომერზე.
ინფორმაციისთვის, N 8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა რეზო კიკნაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სატელეფონო ზარების განხორციელება შეუზღუდეს.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულს შეუძლია გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლოს სატელეფონო ზარი განხორციელებული
