Skip to content
12/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის?

მარშალ პრესი 11/10/2026
liza gegechkori

მართლა მიკვირს, რაზე ფიქრობენ ხოლმე ასეთ დროს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ არჩევანით სცადა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების პროვოცირება და დაცინვა, თუმცა, თავად არიან გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან, მათი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ქართველი ხალხის ნებას კი ვერაფერს უხერხებენ.

“ყველამ კარგად ვიცით, რასაც ემსახურება ეს ყველაფერი, იმ მილიონ ოთხასი ათასზე მეტი ადამიანის პროვოცირებასა და დაცინვას, ვინც საკუთარ ქვეყანას და სტაბილურობას დაუჭირა მხარი.
ჩვენს საქართველოში, სადაც მუსიკა ფაქტობრივად გენეტიკის ნაწილია, სადაც უნიკალური მრავალხმიანობა და უნიჭიერესი მომღერლები გვყავს, ელჩს მაინცდამაინც ამ ჯგუფის ნამღერზე რატომ უნდა მოუნდეს ცეკვა? ნუთუ მართლა სხვა, ბევრად უფრო საამაყო და ხარისხიანი მუსიკოსები ვერ იპოვეს ამ დალოცვილ ქვეყანაში?
პასუხი, ალბათ, იმაზე მარტივი და კომიკურია, ვიდრე გვეჩვენება. როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია და ქართველი ხალხის ნებას ვერაფერს უხერხებ, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ. ფაქტობრივად, თავიანთ ამჟამინდელ რეალობას გაუსვეს ხაზი, მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან და სხვა რა დარჩენიათ, თავად უკრავენ და თავადვე ცეკვავენ ამ აბსურდზე,” – წერს ლიზა გეგეჭკორი.

Post navigation

Previous: შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ – მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
Next: დიდუბის რაიონის გამგეობამ წყალტუბოს ქუჩაზე უმოქმედო ლიანდაგების დემონტაჟი და საგზაო საფარის რეაბილიტაცია განახორციელა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.