Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე მათ მიმართ, ისინი სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები – რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი

მარშალ პრესი 10/10/2026
irakli kobakhidze1

ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს ადამიანები სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.

„ორმაგ სტანდარტებს ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში. ერთი მხრივ, საერთოდ ვერ ხედავენ იმ უხეშ გადაცდომებს, რომლებსაც აქვს ადგილი დემონსტრანტების მიმართ მიდგომის კუთხით და მეორე მხრივ, მშვიდობიან დემონსტრაციას უწოდებენ ძალადობრივ აქციებს და როდესაც პოლიციას უწევს ძალის გამოყენება ძალადობრივი აქციების მიმართ, ამას უწუნებენ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის ცალსახად ორმაგი სტანდარტი და ეს ორმაგი სტანდარტებიც უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე – ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე
Next: პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენლობაზე – ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.