Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე – ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე

მარშალ პრესი 10/10/2026
irakli kobakhidze media

ჩვენ შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ ამ სტატუსისთვის ბატონ სააკაშვილს, ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე,
ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც 2008 წლის ომზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული მათი პოლიტიკა. „თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, ორ დღეში წააგო სააკაშვილმა ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ სამხედრო ოპერაციებს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ ქართულ ჯარს და გასაკვირი არ იყო, რომ ორ დღეში წააგო თავისივე დაწყებული ომი მიხეილ სააკაშვილმა და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან კარგად ცხადყოფს, ცხადყოფს იმას, თუ რამდენად
სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის პოლიტიკა, მათი განცხადებები,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაცმ დაკარგა ნდობა
Next: პრემიერი – ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე მათ მიმართ, ისინი სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები – რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.