Skip to content
10/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

მარშალ პრესი 10/10/2026
irakli lataria

კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ! – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ლატარიას თქმით, ის აუცილებლად გახსნიდა უახლესი ისტორიის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მუდმივ რეჟიმში ჩართული „კასრების” ვიდეოები.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კადრები რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, დიდ მონიტორებზეც უნდა გაუშვან. მას მაგალითისთვის გერმანიის გამოცდილება მოჰყავს, სადაც გახსნილია მუზეუმი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს ეძღვნება.

„ოცნების“ ზედა ეშელონში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ. მუზეუმში განთავსდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, ხოლო კასრების ვიდეოები მუდმივად იქნებოდა ჩართული. ყველა ტურისტს კი აეროპორტში დავურიგებდი ფლაერს გზამკვლევს, რომელშიც სანახაობების თვალსაზრისით პირველ ადგილს სწორედ ეს მუზეუმი დაიკავებდა! გერმანიაში არსებობს „ტერორის ტოპოგრაფია“ (Topographie des Terrors) მუზეუმი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს ეძღვნება. ჩემს სამშობლოში არანაკლები ტერორი სუფევდა და აუცილებელია, მომავალმა თაობამ იცოდეს ეს ისტორია, რათა მსგავსი სისასტიკე არასოდეს განმეორდეს!
გერმანიის ისტორიის მუზეუმი ქვეყნის წარსულის ფართო მიმოხილვას გვთავაზობს, ხოლო ნიურნბერგის დოკუმენტაციის ცენტრი ნაცისტური პარტიისა და მისი რეჟიმის ისტორიას ეძღვნება. ფაშიზმის შესახებ დოკუმენტების გაცნობისას განსაკუთრებული ემოციური რეაქცია არ მაქვს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა ქვეყანამ თავად გამოიარა არანაკლები სისასტიკე და სადიზმი!“- წერს ლატარია.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი თაღლითის სახელი დაიმკვიდრა – სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.