Skip to content
10/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძის განცხადება არის აშკარა ანონსი, მასაც არ უნდა ციხეში ყოფნა და ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება

მარშალ პრესი 09/10/2026
irakli kobakhidze

ბურჭულაძის განცხადება არის აშკარა ანონსი, მასაც არ უნდა ციხეში ყოფნა და მან ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა საბოლოო ჯამში საკუთარი ბრალის აღიარება, ეს კარგი იქნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, იქნება შესაბამისი რეაგირება.

„მე მასაც მოვუწოდებ, აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, ის დატოვებს საპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა, მათ შორის ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, ასეთ პირობებშიც ჩვენ მზად ვართ, გადავგდათ შესაბამისი ნაბიჯი. მიხარია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მამამისის ციხეში ყოფნა ახლა უფრო ფასეულია და აღნიშნა, რომ ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ.

„არ ვიცი, ეგეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა. სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება
Next: ირაკლი კობახიძე – მოსახლეობა გამოთქვამდა წუხილს, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა აქტიურად მუშაობს შსს, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.