Skip to content
10/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – იყო რამდენიმეწლიანი მონაკვეთი, როდესაც კორუფციის მიმართულებით პრობლემებმა იჩინა თავი, გაკეთდა მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ხედავდა პრობლემებს, რასაც სჭირდებოდა მოგვარება და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა

მარშალ პრესი 09/10/2026
irakli kobakhidze2

იყო რამდენიმეწლიანი მონაკვეთი, როდესაც კორუფციის მიმართულებით პრობლემებმა იჩინა თავი, როგორც კი გამოვლინდა ასეთი პრობლემები, მაშინვე ჩავერიეთ, გაკეთდა მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ხედავდა პრობლემებს, რასაც სჭირდებოდა დაძლევა, მოგვარება და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, არამედ, წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო საწარმოებში, რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში აქ მუდმივი ბრძოლაა საჭირო.

„დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეულმა პრობლემებმა სისტემურად იჩინა თავი. როგორც კი გამოვლინდა ასეთი პრობლემები, სისტემური სახით, მაშინვე ჩავერიეთ, გაკეთდა განაცხადი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხედავდა გარკვეულ პრობლემებს, რასაც სჭირდებოდა დაძლევა, მოგვარება და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა.

როდესაც ქვეყნის გარედან მძიმე ზეწოლაა, რთულია, რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად კონცენტრირება. ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები არა ბრძოლით, არამედ თავდაცვით, იმ თავდასხმების მიმართ, რაც ხორციელდებოდა გარედან, რომ ყველაფერზე კონცენტრირება იყო რთული. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებულები როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ისე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე. კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, არამედ, წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო საწარმოებში, რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში აქ მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე
Next: ირაკლი კობახიძე – 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.