Skip to content
10/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება

მარშალ პრესი 08/10/2026
irakli kobakhidze3

ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია.

„საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ რთველთან დაკავშირებით. ველოდებით სარეკორდო მაჩვენებელს. წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გლეხები და ფერმერები მეტ ყურადღებას აქცევენ შაქრიანობას, დამწიფებას, რაც საბოლოო ჯამში, აისახება ქართული ღვინის ხარისხზე. კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშრებით, დაახლოებით სამ-ოთხ კვირას გასტანს კიდევ ყურძნის ჩაბარება და რეკორდული მოსავალი სათანადოდ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა
Next: ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით, „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ დააორგანიზეს, ამ კამპანიის საწარმოებლად, მაინც ჩაუვარდათ, თუთიყუშის დონემდე დავიდა ეს კამპანია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.