Skip to content
09/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა

მარშალ პრესი 08/10/2026
irakli kobakhidze

თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშრებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სარჩელის მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არის ანტიკონსტიტუციური, ეს ნიშნავს, რომ მათ არც სამართლის ესმით რაიმე და არც პოლიტიკის. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა. თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ეს არის კონსტიტუციური პროცედურა და როგორ შეიძლება, კონსტიტუციური პროცედურა წარმოაჩინო არაკონსტიტუციურად. პროცედურა, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ჩვენ გვქონდა უფლება, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს უფლება არის დადგენილი კონსტიტუციით, გამოვიყენეთ ეს უფლება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური. ამაზე მეტყველებს მათი პოლიტიკური წარსული, 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ და მათი პოლიტიკური დღევანდელობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც არის მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა ეს არის ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს და როცა ამას ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს არის ტრაგიკული მოვლენა
Next: ირაკლი კობახიძე – ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.