Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოსო ტყემალაძე იტალიის დამარცხებაზე: წარმატება ერთობამ მოიტანა, ის არ იქნებოდა, ბატონ ბიძინას რომ ეს არ გაეკეთებინა, მაყურებელი არ მოსულიყო, ბიჭები შესაბამისად არ დახარჯულიყვნენ ან კავშირს ეს ყველაფერი ისე არ მოეწყო, როგორც მოეწყო

მარშალ პრესი 11/07/2022
სოსო ტყემალაძე1

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ, „ბორჯღალოსნების“ მიერ იტალიის სარაგბო ნაკრების დამარცხების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წარმატება ერთიანობის შედეგია.

„ეს მხოლოდ მორაგბეების წარმატება არ არის, ესაა იმ ერთობის წარმატება, რომელსაც ქართული საზოგადოება ჰქვია – წარმატება არ იქნებოდა, ბატონ ბიძინას რომ ეს არ გაეკეთებინა, ან მაყურებელი არ მოსულიყო, ან ბიჭები შესაბამისად არ დახარჯულიყვნენ, ან [რაგბის] კავშირს ეს ყველაფერი ისე არ მოეწყო, როგორც მოწყობილი იყო…. ამ ყველაფრის ერთობამ მოიტანა წარმატება. ამიტომ, ეს გამარჯვება ერთიანია. ერთიანობა და გუნდურობა ოცნებებს ახდენს“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ საქართველოში ათობით სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მათ შორის, ააშენა საწვრთნელი ცენტრები და სტადიონები, რისთვისაც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა.

10 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ანგარიშით 28:19 დაამარცხა. შეხვედრა ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა.

Post navigation

Previous: ერდოღანმა და პუტინმა სირიაში არსებული ვითარება, უკრაინაში ომი და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის საკითხი განიხილეს
Next: ირაკლი ქადაგიშვილი: ქართული ჯარის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება 2008 წელს გამოჩნდა, როცა მთავარსარდალმა მიატოვა და ჯარი საქართველოსთვის მარტო იბრძოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.