Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე

მარშალ პრესი 07/10/2026
irakli kobakhidze

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე.

„ვინც იმპერიების გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში ყოველდღიური თავდასხმებისა და უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების ფონზე ერეკლე მეორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზერელედ, მიკერძოებულად, და ისტორიული რეალობის უგულებელყოფით აფასებს, ხელოვნურად ცდილობს, დაამახინჯოს ჩვენი ისტორია და დააკნინოს ერეკლე მეორის უდიდესი დამსახურება. ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის. ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავს. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო და ჩვენი რეგიონი კვლავ ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, ერეკლე მეორის ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისთვის არის ფასდაუდებელი მაგალითი და გაკვეთილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მართვას სჭირდება უდიდესი პასუხისმგებლობა, წინდახედულობა და ქვეყნის ინტერესების უპირველეს ადგილზე დაყენება და სწორედ ამის საუკეთესო მაგალითი იყო ერეკლე მეორე და მისი მეფობა.

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობის დაცვა, ქვეყნის გაძლიერება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვას უზრუნველყოფს. გილოცავთ ყველას ერეკლეობას, მშვიდობას, გამთლიანებას და გაძლიერებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?
Next: ირაკლი კობახიძე – „ერეკლეობა“არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.