Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

მარშალ პრესი 07/10/2026
gia abashidze

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის უცხოელი დამკვირვებლები აღარ მიიწვია. მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე სახელდება – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე დაასახელა.

მისივე შეფასებით, თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში.

„ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის უცხოელი დამკვირვებლები აღარ მიიწვია. მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე სახელდება.

ლოგიკა მარტივია: თუ უცხოური ჩარევა ამერიკის არჩევნებისთვის საფრთხეა, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე საფრთხე არსებობდეს საქართველოშიც?
თუ ვაშინგტონს შეუძლია თქვას, რომ უცხოურ დაფინანსებას, პოლიტიკურ გავლენასა და გარე ჩარევას საკუთარ საარჩევნო პროცესში არ ენდობა, რატომ არ აქვს იგივე უფლება საქართველოს?

რატომ არის ამერიკის შემთხვევაში ეს „ეროვნული უსაფრთხოება“, ხოლო საქართველოს შემთხვევაში — „დემოკრატიის შეზღუდვა“?
მით უმეტეს, საქართველოში წლებია გვესმის საუბარი უცხოურ მავნე გავლენაზე, შავბნელ გრანტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარე პოლიტიკურ ქსელებზე. თუ უცხოური გავლენა პრობლემაა, ის მხოლოდ ამერიკაში ხომ არაა პრობლემური?

თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: სააკაშვილი: ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი
Next: გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.