Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილი: ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი

მარშალ პრესი 07/10/2026
mikheil saakashvili

ირმა სოხაძე, ამტკიცებს რომ წინა რეჟიმი იყო სრულიად აუტანელი და სხვა არჩევანი არ დაუტოვეს თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა,- წერს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და განმარტავს, თუ რატომ იყვნენ ირმა სოხაძისთვის აუტანლები.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ირმა სოხაძის მეუღლე სულხან მოლაშვილის მოადგილე იყო, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიჭირეს.
როგორც სააკაშვილი წერს, მსგავსი მედროვეებს არ აქვთ უფლება, საზოგადოებას მუდმივად ჭკუა არიგონ.

„ამ დღეებში ძალიან აქტიურობს ერთ დროს კარგი მომღერალი და დღემდე ლამაზი ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც ამტკიცებს რომ წინა რეჟიმი იყო სრულიად აუტანელი და სხვა არჩევანი არ დაუტოვეს თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა.

ხოდა ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა და ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი. ირმას მეუღლე რეზო ასათიანი, საბჭოთა რეჟიმის დროსაც კარგად იყო მოწყობილი, ფული არ აკლდა. ხოლო 90-იან წლებში ის გახდა კონტროლის პალატის სუპერ-კორუმპირებული თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მოადგილე და მისი მოლარე, რომლის ფუნქცია იყო ბიზნესებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან ყოველთვიური წილის აკრეფა.

ხოდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და ეს სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს. სოხაძე ჩემი ოჯახის წევრის ახლო მეგობარი იყო და ეს ოჯახის წევრი მომიგზავნა. მე კი ძალიან მიყვარდა ჩემი ნათესავი, მაგრამ გამოძიებაში ჩარევა ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო, ვინაიდან ჩემ დროს ნათესაობ-ახლობლობა – ე.ი. ქართული ჯიგრული პონტი საერთოდ არ ჭრიდა, მითუმეტეს იქ სადაც ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა საქმე.
მე ვამაყობ იმით, რომ ვარდების რევოლუციამ მოსპო ხალხის ხარჯზე ცხოვრების საშუალება და ეს რომ არ გვექნა ჩვენ არც ბიუჯეტი გვექნებოდა, არც დენი და არც მომავალი.

ასეთი თავდაჯერებული ანტი-ნაციონალის უკან, როგორც ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა ვეძიოთ პირადი ინტერესი, თორემ ქვეყანა რომ ფეხებზე ჰკიდიათ ეგ ისედაც დღესავით ნათელია. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსის ოჯახის წევრი წამლის ბარიგა იყო და შეაწუხეს. ზოგიერთი ჩვენივე დანიშნული თანამდებობის პირი, რომელიც კორუფციაში ვამხილეთ და მოგვიანებით ქოცებთან გადაბარგდა. ზოგი ულტრა-კორუმპირებული ლექტორი, რომელიც მისაღებ გამოცდებზე იღებდა ქრთამებს და არ მოეწონა ეროვნული გამოცდები.

ძალიან ბევრი დღეს ღიად ნანობს რომ “როდესღაც” ივანიშვილს, ესე იგი ქვეყნის ნგრევას დაუჭირა მხარი, მაგრამ ამბობს აი ეს კატეგორია, რომელიც თავისი ჭკუით მაშინაც მართალი იყო და ახლაც მართალია და მსგავსი მედროვეების ხელში შორს ვერ წავალთ და მათ არ აქვთ უფლება, საზოგადოებას მუდმივად ჭკუა არიგონ. მხოლოდ სუფთა და გაუსვრელი ხალხი წაწევს წინ ქვეყანას და ასეთი ხალხი სულ უფრო პოულობს ერთმანეთს.“- წერს სააკაშვილი.

Post navigation

Previous: დავით ნებიერიძე: ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო – ეს არის სრული კატასტროფა
Next: გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.