Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესი დაამტკიცა

მარშალ პრესი 11/07/2022
კანცელარია

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმებს.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში, მკაცრდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი. კერძოდ, გამკაცრდა ტყის რესურსების, ზოგიერთი სახეობის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე ცხოველთა სამყაროს სახეობების (მაგალითად, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, წითელთავა შავარდენი კავკასიურ შურთხი და სხვა) უკანონო სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი, ასევე გასწორდა ტერმინები საქართველოს ტყის კოდექსის მიხედვით.

Continue Reading

Previous: უჩა მამაცაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს, არ გადაიქცეს მხარედ სასამართლო დავაში
Next: ერდოღანმა და პუტინმა სირიაში არსებული ვითარება, უკრაინაში ომი და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის საკითხი განიხილეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025