სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულ სიცრუეს უწოდებენ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ერთმა მსჯავრდებულმა ვენები გადაიჭრა, ხოლო რამდენიმე პატიმარი შიმშილობს. პენიტენციურ სამსახურში ინფორმაციის გადამოწმებისას განგვიცხადეს, რომ არც პატიმრის მიერ ვენების გადაჭრა, არც შიმშილობა და არც ამ ფბ პოსტში მოყვანილი სხვა ფაქტები რეალობას არ შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

