Skip to content
05/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პენიტენციური სამსახური პატიმრის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 04/10/2026
penitenciuri

პენიტენციური სამსახური პატიმრის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით  განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში.

პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა.” – ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში
Next: სოზარ სუბარი: იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო გავლენებს ემსახურებიან საქართველოში, ვურჩევ, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.